0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-პრეზიდენტის შვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს

   საქართველოს პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის კიდევ ერთი მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს.  გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე კაჭარავა პოლიციის სამმართველოს შენობაშია გადაყვანილი.
  შინაგან საქმეთა სამინისტროს კაჭარავას დაკავების ფაქტს ადასტურებს, უწყების ცნობით, კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს. 
   შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის შვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა რამდენჯერმეა ნასამართლევი.

ბოლოს მას მკვლელობის ბრალდება ჰქონდა წაყენებული და იძებნებოდა.

ორი ინსტანციის სასამართლომ გაამტყუნა კიდეც, თუმცა საქმე უზენაესში საეჭვოდ გაიწელა და მას შემდეგ რაც პრეზიდენტ მარგველაშვილის წარდგინებით თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე დაინიშნა, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები