0 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ანა მარგველაშვილი მისი მეგობრის დაკავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის კიდევ ერთი მეგობარი პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ, რუსთავი 2-ს პრეზიდენტის სიძემ მინდია გოგოჭურმა განუცხადა.

„ვაკეთებდი განცხადებას ამის თაობაზე, რომ ჩემ მეგობარს უპირებდნენ ჩადებას, თორნიკე კაჭარავას და დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩაუდეს რაღაც ფხვნილი თუ რაღაც წამალი, არ ვიცი ჯერ ზუსტად არ არის გარკვეული და ველოდებით, რომ გვეტყვიან რა. რეალურად არაფერი არ ჰქონდა, ზუსტად ვიცით ყველამ და როგორც მოგვდიოდა ხმები ისე ვაკეთებდი განცხადებას,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

 შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის შვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა რამდენჯერმეა ნასამართლევი.

ბოლოს მას მკვლელობის ბრალდება ჰქონდა წაყენებული და იძებნებოდა.

ორი ინსტანციის სასამართლომ გაამტყუნა კიდეც, თუმცა საქმე უზენაესში საეჭვოდ გაიწელა და მას შემდეგ რაც პრეზიდენტ მარგველაშვილის წარდგინებით თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე დაინიშნა, მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები