0 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

სროლა ჯავახიშვილის ქუჩაზე - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

ცოტა ხნის წინ სროლა იყო ჯავახიშვილის ქუჩის 48 ნომერში. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ადასტურებს. 

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, მამაკაცი მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც მას რამდენჯერმე ესროლეს. ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

მომხდარის დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები