0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

19 წლის გოგონა დედის მკვლელობას აღიარებს-შესაძლო კანიბალიზმის გახმაურებული საქმე

ჩამოტვირთვა

საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საუბარია რიტუალურ მკვლელობაზე, რომელიც ოქტომბერში მოხდა. ეს არის ერთადერთი საქმე, სადაც შესაძლოა კანიბალიზმიც იკვეთებოდეს.

დაკავებულებიდან ორი პირი თავს დამნაშავედ ცნობს, კერძოდ გოგონა, რომელსაც დედის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად ამბობს, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს.

რაც შეეხება მის მეგობარ მამაკაცს, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება ედავება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს. მისი თქმით, მკვლელობას რიტუალური მიზანი არ ჰქონია.

საქმის პროკურორის თქმით, ბრალდებას საქმეზე უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია.

გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ედებათ და საქმე ნაფიც მსაჯულთა განსჯადია, ბრალდება საქმის დეტალებს არ ახმაურებს.

ადვოკატი კი, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებულ პირს იცავს აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ინფორმაცია კანიბალიზმსა და მკვლეობაზე არ ჰქონდა. უფლებადამცველის თქმით, მან ამის შესახებ დაკავების შემდეგ შეიტყო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვების, გადასინჯვის თუ გაუქმების საკითხს, ასევე მტკიცებულებების დასაშვებობის და საქმის არსებით განხილვაზე გადაგზავნას განიხილავენ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები