1 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთმა საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა

რუსეთმა საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც აკრძალა, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.

გამოცემა "ეხო კავკაზა" წერს, რომ როგორც მანამდე გახდა ცნობილი, რუსეთის მთავრობის მიერ 21 სექტემბერს მიღებული დადგენილება „რუსეთის ფედერაციიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ“ „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ექსპორტირებულ საქონელს“ არ ეხებოდა. თუმცა, დოკუმენტში 23 სექტემბერს ცვლილებები შევიდა და „კ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთის ამ გადაწყვეტილებაზე დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები