0 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან -ასე ამოიყვანეს ვერტმფრენის საშუალებით ორი ადამიანი ადიდებული მდინარიდან

ჩამოტვირთვა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი მოქალაქე ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს.


შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112’’-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამეგრელოში, სოფელ ხაბუმესთან, მდ. ხობისწყლის ადიდების შედეგად, ორი მოქალაქე მდინარეში ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.


ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. რთული რელიეფური პირობებისა და ჩქარი დინების გამო, საჭირო გახდა სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტის, პოლიციის მაიორის, ბესიკ გაბიანის ხელმძღვანელობით, ვერტმფრენის ეკიპაჟმა ურთულესი სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ორივე მოქალაქე ამჟამად უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები