0 7 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

"ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე " - ზაალ უდუმაშვილის პირველი კომენტარი

   ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიიღო შეთავაზება, კენჭი იყაროს თბილისის მერის არჩევნებში. ამის შესახებ ჟურნალისტებს უდუმაშვილმა კიევიდან დაბრუნების შემდეგ, თბილსის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა. 

„მე, სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით, ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება,  კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ ოფიციალურად. 

უკრაინაში პარტიის ლიდერებთან მქონდა შეხვედრა, მათ შორის  - მიხეილ სააკაშვილთან. ეს შეთავაზება არის „ნაციონალური მოძრაობისგან". გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, ვიყრი თუ არა კენჭს თბილისის მერად, ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“, თუ დამოუკიდებელი კანდიდატი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები