0 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,, 20 წლის ბიჭი მცხეთის სოფლიდან დადის თბილისში.. დღეს თავისუფლების მოედანზე პატარა ყოჩივარდები ვიყიდე მისგან“

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების ავტორია, მისგან მუდმივად მოისმენთ საინტერესო ისტორიებსაც. დღეს ის 20 წლის ბიჭუნაზე გვიყვება, რომელიც თბილისში ყოჩივარდებს ყიდის.

"ბესო, 20 წლის ბიჭი მცხეთის სოფლიდან დადის თბილისში.
დღეს თავისუფლების მოედანზე პატარა ყოჩივარდები ვიყიდე მისგან.
ისე, უბრალოდ ვკითხე, ყვავილები თუ ეყიდებოდა.
კიო, ბევრი არა, მაგრამ კმაყოფილი ვარ. თუმცა, უფრო მეტი რომ გამეყიდოს, მარკეტინგის თემაზე წიგნებს ვიყიდიო.

საუბრისას გოგონა მოვიდა, ათლარიანი გაუწოდა და ხელში მომწყვდეული კონების ნაწილი გამოართვა. ხურდა არ აუღია.
ბესომ მადლობა გადაუხადა, დარჩენილი კონები დაშალა და გამვლელ ქალბატონებს საჩუქრად მიართვა. 
ბიჭს მხარზე ხელი შემოვარტყი. კარგი ადამიანი ხარ-მეთქი, ვუთხარი. თუმცა, მას შემდეგ გამიჩნდა სურვილი, ეს დამეწერა და მეთქვა, რომ თუ ლესელიძის კუთხესთან ყოჩივარდებით ხელში შავგრემან, ზომაზე დიდ ტასაცმელში გამოწყობილ გამხდარ ბიჭს ნახავთ, აუცილებლად შეიძინეთ ყოჩივარდები,“- წერს ჩანადირი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები