1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის გამო ერთი პირი დააკავეს

ერთი ადამიანი დააკავეს ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის გამო. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

შეგახსენებთ,რომ დედა და სამი შვილი გარდაცვლილი იპოვეს ახალქალაქში სოფელ ვაჩიანში. ქალი 37 წლის იყო, მისი შვილები კი 5, 16 და 18 წლის.

ისინი მეზობლებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. დედასა და უფროს გოგონებს სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ თავის არეში ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.

სახლში მხოლოდ გარდაცვლილები ცხოვრობდნენ, ქალის მეუღლე რუსეთში სამუშაოდ არის წასული. ადგილობრივები მომხდარის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩატარდება. საქმე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები