1 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი 
საქმეებით დატვირთული, დამქანცველი და დაძაბული დღე გელით. ყურადღებით იყავით ყველაფრის მიმართ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. 

კურო
წარსულში დაბრუნება და დაშვებული შეცდომების გამოსწორება, მიტოვებული საქმეების მოგვარება მოგიწევთ. საღამო განმარტოებით, მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

ტყუპი
დღის პირველი ნახევარი მოულოდნელობებითაა აღსავსე. მოერიდეთ პანიკას, შუადღისთვის სიტუაცია გამოსწორდება. გახსოვდეთ, რომ ყველა უსიამოვნება ცხოვრებისეული გაკვეთილია. საღამო ახლობლებთან ერთად გაატარეთ. 

კირჩხიბი
მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გარშემო მყოფებმა შეიძლება იმედი გაგიცრუონ. თუ საშუალება გაქვთ, ამ დღეს დაისვენეთ. იმუშავეთ დაკვირვებულად. 

ლომი
დღის პირველი ნახევარი თქვენგან მაქსიმალურ მობილიზებას მოითხოვს. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები; მოერიდეთ ფულის ხარჯვას. დატვირთული დღის შემდეგ საღამო ახლობლებთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
მოსალოდნელია ჭორები და ინტრიგები. გაფრთხილდით, ნურავის გავლენის ქვეშ ნუ მოექცევით. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს; მოერიდეთ უფროსთან დაპირისპირებას, ახალი საქმეების დაწყებას. 

სასწორი
მცირე უსიამოვნებების დღეა. მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. ვერც სამსახურის და ვერც საოჯახო საქმეებს ვერსად დაემალებით, დაკვირვებულად იმუშავეთ. 

მორიელი 
ცვლილებები გსურთ. ყველაფერი ერთფეროვანი გეჩვენებათ. თუმცა, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გგონიათ, შეინარჩუნეთ და გააუმჯობესეთ ის, რაც გაქვთ, სანამ თავიდან დაიწყებდეთ ყველაფერს. 

მშვილდოსანი
დღეს მეტად მომთმენი, მობილიზებული და დაკვირვებული უნდა იყოთ. საღამოს მიხვდებით, რომ ცუდი გამოცდილებაც გამოცდილებაა. მოერიდეთ უსიამოვნებებს გარშემო მყოფებთან. 

თხის რქა
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. საქმიანი შეხვედრები სხვა დღისთვის გადადეთ. თუ საშუალება გაქვთ, დღეს დაისვენეთ. მუშაობას გვიან საღამოს შეძლებთ. 

მერწყული
ნუ განაწყენდებით იმის გამო, რომ ზოგიერთი საქმე ისე არ გამოდის, როგორც გსურდათ. მშვიდად შეხვდით ყოველივეს. საყვარელმა ადამიანმა შეიძლება სერიოზულ საუბარში აგიყოლიოთ, თუმცა, ის კარგს არაფერს მოგიტანთ. 

თევზები
მოიმატებს დაძაბულობა პარტნიორებს შორის. გაურკვევლობა - საყვარელ ადამიანთან. შეინარჩუნეთ მაქსიმალური სიმშვიდე. საღამოს გამოეთიშეთ პრობლემებს, განმარტოვდით და კომფორტულ გარემოში დაისვენეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები