0 4 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მკვლელობა ბათუმში - საკუთარ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, საკუთარ ბინაში 45 წლამდე ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გვამს მრავლობითი დაზიანებები აქვს.

მელიქიშვილის ქუჩაზე ბელარუსის მოქალაქე მისმა მეგობარმა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლული აბაზანაში იპოვა.

მეზობლები ამბობენ, რომ ქალი ნაქირავებ ბინაში 2 წელია ცხოვრობს და სავარაუდოდ, ორი დღის გარდაცვლილია.

მკვლელობის მიზეზი და დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები