2 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პუტინი უკრაინელ ჯარისკაცებს: დაუყოვნებლივ დაყარეთ იარაღი და წადით სახლში

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, რომელმაც უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, უკრაინელ ჯარისკაცებს მოუწოდებს, იარაღი დაყარონ. 

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსული ჯარების შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში არა ომის დაწყება, არამედ "თავდაცვაა".

"მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ დაყაროთ იარაღი და წახვიდეთ სახლში. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელიც შეასრულებს ამ მოთხოვნას, შეძლებს დაბრკოლებების გარეშე დატოვოს საბრძოლო მოქმედებების ზონა და დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს", - განაცხადა პუტინმა.

სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა კი აგრესორმა ქვეყანამ უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა. გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა:

"ახლა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მათთვის, ვისაც შეიძლება გარედან მოვლენებში ჩარევის ცდუნება ჰქონდეთ: ვინც არ უნდა სცადოს ხელი შეგვიშალოს, მით უმეტეს, საფრთხე შექმნას ჩვენი ქვეყნისთვისა და ხალხისთვის, მათ უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება და მიგიყვანთ ისეთ შედეგებამდე, რომელიც ისტორიაში არასდროს შეგხვედრიათ. ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია. იმედი მაქვს, მომისმენენ".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები