საზოგადოება
4 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება
2022-02-02 14:31:10
გარემოს ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველოში ამინდი გაუარესდება.
"4 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი,"- ნათქვამია სინოპტიკოსების პროგნოზში.
კომენტარები