საზოგადოება
მარჯვენა სანაპიროზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 50კმ/სთ-ით განისაზღვრა
2021-06-16 12:04:58
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 50კმ/სთ-ით განისაზღვრა.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ინფორმაციით, შეზღუდვა უკვე ოფიციალურად მოქმედებს და მძღოლებს შეუძლიათ დასაშვებ სიჩქარეს მაქსიმუმ 15 კმ/სთ-ით გადააჭარბონ.
ასევე გასათვალისწინებელია რომ, დასაშვები სიჩქარის ზღვრის შეცვლა ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს.
კომენტარები