საზოგადოება
რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტი მეოთხე სართულიდან გადმოხტა და ადგილზევე გარდაიცვალა
2020-12-17 13:41:35
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტი მეოთხე სართულიდან გადმოხტა და დაიღუპა. გარდაცვლილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მკვიდრია. საავადმყოფოში თავის ტვინის კეროვანი დაბეჟილობის დიაგნოზით რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნლობდა. რა გახდა გადახტომის მიზეზი, უცნობია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები