საზოგადოება
გაზის ინტოქსიკაციით 2 ადამიანი გარდაიცვალა
2020-11-27 10:43:19
ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციით 2 ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ისინი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. საცხოვრებელ სახლში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.
კომენტარები