საზოგადოება
უმძიმესი ავარია “ორ ნაბიჯთან” - გარდაცვლილია 16 წლის მოზარდი
2020-09-28 23:43:24
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. TV4-ის ინფორმაციით, შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევა “ორ ნაბიჯთან” მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
კომენტარები