საზოგადოება
რუსთავში ამწე ამოტრიალდა - დაშავდა მუშა
2020-09-24 17:33:45
რუსთავში ერთ-ერთი ობიექტის მშენებლობაზე მუშა დაშავდა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს, ამწე ამოტრიალდა და შედეგად დაზიანება მიიღო მემანქანემ.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, შეყვანისას პაციენტი კონტაქტური იყო, ამ დროისთვის, მას გამოკვლევები უტარდება.
მშენებლობის ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
კომენტარები