1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ფულის არალეგალურად გასესხება ევროპის ქვეყნებში აკრძალულია, გერმანიაში კი მევახშეობა კანონით ისჯება

ფულის არალეგალურად გასესხება, კერძოდ მევახშეობა, რომ კანონით ისჯება, გერმანიის მაგალითი ამის ნათელი დასტურია, სადაც ფულის გასესხებას არეგულირებენ, მევახშეობა კი დასჯადია. 

დოკუმენტში, რომელიც გერმანიაში ფულადი მიმოქცევის კონტროლს ახორციელებს,  ჩანს მევახშეობის განმარტება და დასჯადობის მთავარი ასპექტები. აქ მოცემულია ძირითადი ფაბულა, თუ რატომ თვლიან ევროპელები, რომ ფულის არალეგალურად გასესხება და მევახშეობა დასჯადი უნდა იყოს;

მევახშეობის წინაპირობაა აშკარა შეუსაბამობა მხარეთა (მაგ. გამსესხებელსა და მსესხებელს) ურთიერთ ვალდებულებებს შორის.

მძიმე მდგომარეობის, გამოუცდელობის გამო პირმა იკისროს არაპროპორციულად დიდი ვალდებულება.

აუცილებელია განზრახ ბრალის არსებობა და მხარეთა ვალდებულებებს შორის აშკარა შეუსაბამობის ცოდნა და დაზარალებულის მძიმე მდგომარეობით შეგნებულად სარგებლობა („სარგებლობა ანგარებითი მოტივით“).

მაშინ, როდესაც "მევახშეობა"  არალეგალურად მიაჩნიათ ევროპის დიდ ქვეყნებში, საქართველოში მსგავსი ტიპის საქმიანობით ასობით ოჯახი ზარალდება. უფრო მეტიც, ინფორმაციის ნაკლებობისა და ქვეყანაში არალეგალური  ფულის თავისუფლად მიმოქცევის  გამო, მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია,  რომ ზემოთ აღნიშნული გამსესხებლები და საფინანსო სექტორი, ამ შემთხვევაში ბანკი, ერთი და იგივე ორგანოა.  

სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ფაქტობრივად, არასდროს შეზღუდულა მევახშური საქმიანობა. პერიოდული დარეგულირების საგანი იყო მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა სესხის ხელშეკრულებებში. 2013 წლიდან ახალმა  ხელისუფლებამ თითქოს ბრძოლა გამოუცხადა „მევახშეობას“, თუმცა 2015 წელს ჭარბვალიანობის პრობლემების გამოაშკარავებამ ცხადყო, რომ მათ მიერ მიღებული ზომები არ აღმოჩნდა ქმედითი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...