1 1 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ინფიცირების ძირითადი ნაწილი აჭარაშია, დანარჩენ რეგიონებში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ"- მარინა ეზუგბაია

 მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისი ზომიერ, კონტროლირებად მატებას ინარჩუნებს.

„ გაძლიერებული ტესტირების გამო რაოდენობის ზრდის მოსაზრება რჩება. ახალი შემთხვევების გამოვლენა, რა თქმა უნდა, გაძლიერებულია. ახალ- ახალი წერტილები გაჩნდა, მაგრამ ვხედავთ, რომ აჭარაში არის ძირითადი ნაწილი. დანარჩენ რეგიონებში თითქმის ლოკალიზაციისკენ მივდივართ. თუ ყოველდღიურ მონაცემებს შევაჯერებთ, მატება არცერთ რეგიონში არ არის, ყველა რეგიონში მცირდება, თუ არ მცირდება იგივე მონაცმები რჩება.

თბილისი ინარჩუნებს ზომიერ კონტროლირებად მატებას. ბათუმის 144 პაციენტის ძირითადი, უმეტესი ნაწილი კონტაქტირებულია და მოგზაურობის ისტორია აქვს“, -განაცხადა ეზუგაბაიმ.

 რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საავადმყოფოში 1 კრიტიკულად მძიმე და 3 მძიმე პაციენტი რჩება.

„ ბოლო 24 საათში ინფიცირებულების დიდი ნაწილი, კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ. იმედი გვაქვს, ძალიან მალე მოხდება შემცირება, ლოკალიზება და ლიკვიდაციაც აჭარის სივცეში.

რაც შეეხება გამოჯანმრთლებულებს, გამოჯანმრთელებული მხოლოდ 31 გვყავს. ჩვენს ცენტრში 33 პაციენტი მკურნალობს. 1 კრიტიკულად მძიმე და 3 მძიმე პაციენტი რჩება, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის არის “,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები