1 2 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აქცია საფრანგეთში - ემიგრანტები “ლელოს” მხარდასაჭერად

“ლელოს” მასშტაბები დღითიდღე იზრდება, პარტიის  მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად დადებითი ხდება. ამის ნათელი დადასტურებაა საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების მიერ, კვირას, 13 სექტემბერს, 15 საათზე, ქალაქ riems -ში, მთავარ მოედანზე, “ლელოს”  მხარდამჭერ აქციის დაანონსება.  

ემიგრანტები აქციას “ლელოს” მხარდასაჭერად და ქვეყნის უკეთესი მომავლის შესაცვლელად გეგმავენ. 

ინფორმაციას საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები - ზაურ გურგენიძე და კახაბერ ცხადაძე ავრცელებენ. 

ემიგრანტები თვლიან, რომ “ლელო” ემიგრანტებისთვის იმედია. 

“ვისაც გსურთ სასიკეთო ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში - განვითარებული ეკონომიკა, მოწესრიგებული სამართლებრივი სისტემა, დაცული ადამიანის უფლებები, თავისუფალი არჩევნები და სახლში დაბრუნების პერსპექტივა, შემოგვიერთდით, “ლელო” ემიგრანტების იმედია,”-ნახსენებია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები