1 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლელოს” ქალთა საბჭოს კიდევ 12 ახალი წევრი ქალი შეემატა

“ლელო საქართველოსთვის” ქალთა საბჭოს საბურთალოს  რაიონის თორმეტი ქალი წევრის წარდგენა.  

წარდგენის ღონისძიებას “ლელოს” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და “ქალთა საბჭოს” ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი ესწრებოდნენ. 

ქალთა საბჭოს წევრები არინ:

 

1. რუსუდან ციციშვილი

2. ეკა ასლანიდი

3. თამრიკო ჯიქია

4. იზოლდა კვარაცხელია

5. ელენე როინიშვილი

6. ნანა ღლონტი

7. მაია მაჭარაშვილი

8. მარიამ მამულაშვილი

9. ლელა გველუკაშვილი

10. ლალი გუჯეჯიანი

11. თამრიკო ჭანტურია

12. სალომე მულაძე

“ლელოს” ქალთა საბჭოს ხელმძღვანელის, 

მედეა მეტრეველის თქმით, ქალების გაძლიერება პარტიის პრიორიტეტია. 

“ლელო” მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს ქალთა რაიონული საბჭოების დაფუძნებას. როგორც ქალთა საბჭოს ხელმძღვანელს, მიხარია, რომ ქალთა გაძლიერების  საკითხი ჩვენს პარტიაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მას ჩვენი პარტიის მამაკაცი ლიდერები სერიოზულად განიხილავენ და მხარს უჭერენ. ამიტომ მაქსიმალურად შევეცდებით, ქალთა საბჭოში ახალ კოლეგებთან ერთად ვიმუშავოთ საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე”-განაცხადა მედეა მეტრეველმა.

“ლელოს” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში ქალის როლი მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ “ლელო” ქალებს ამ მხრივ დიდ შესაძლებლობებს აძლევს. 

“საბურთალოზე წარვადგინეთ თორმეტი არაჩვეულებრივი სხვადასხვა პროფესიის ქალი, რომლებიც გამოირჩევიან მკაფიო ხედვით ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ახალმა არჩეულმა ხელისუფლებამ ოცდათერთმეტი ოქტომბრის შემდეგ. ჩვენ გვინდა,რომ ქალის როლი პოლიტიკაში უფრო გაიზარდოს და ეს არ იყოს  იძულებითი , არამედ იყოს  ორგანულად   ქალების რეალური წარმომადგენლობა პოლიტიკაში. ქალების მონაწილეობით, პოლიტიკა საქართველოში გახდება უფრო სტაბილური გადაწყვეტილების საფუძველი, რომელიც იქნება გრძელვადიანი და უფრო მეტ უსაფრთხოებას შესძენს საქართველოს”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები