2 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდება

კარანტინში ყოფნის ვადის 8 დღემდე შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას, უწყებათაშორისი საბჭო სავარაუდოდ, დღეს მიიღებს. მთავრობის ადმინისტრაციაში საბჭოს სხდომის გამართვა დღესაც იგეგმება.

ამასთან, როგორც  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განუცხადა, კარანტინის ვადის 8 დღემდე შემცირების შემთხვევაში, კარანტინსა ან თვითიზოლაციაში მყოფ პირს, საკარანტინე სივრცის დატოვებიდან მომდევნო 72-72 საათში PCR ტესტის ჩატარება 2-ჯერ მოუწევს.

მისივე თქმით, საკარანტინო რეჟიმის 12-იდან 8 დღემდე შემცირება, ოპტიმალური მოდელია.

„სულ არის ორი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ იმპორტირებული შემთხვევებისგან თავი დავიცვათ. ერთი არის იზოლაცია, კარანტინისა და თვითიზოლაციის გზით და მეორე ეს არის ტესტირება. ჩვენი ქვეყანა დღეს იყენებს 72 საათში ერთხელ PCR ტესტირების მექანიზმს. ერთადერთი ჯგუფი, სადაც ვატარებთ სწრაფ ტესტირებას ესენი არიან მძღოლები. ისინი არიან მაღალი მობილობის ჯგუფი.

ჩვენ უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ რისკების დაფარვის მიზნით გამოვიყენოთ ორი მეთოდის კომბინაცია: კარანტინში ყოფნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და მიგვაჩნია, ოპტიმალური ვადა იქნება სულ მცირე 7 დღე, მე-8 დღეს იქნება ტესტირება კარანტინში მყოფი პირის ან იზოლაციაში მყოფი პირის, შემდეგ მისი ჩვეულებრივ საქმიანობაში დაბრუნება იმ დათქმით, რომ 72 საათის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაიტარებს ტესტირებას, იმგვარად, რომ 12-დღიანი პერიოდი სრულად დავფაროთ ანუ ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაავადების ფარულ მიმდინარეობაზე” - განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...