2 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, ცესკომ შეიმუშაოს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის სტანდარტი

 

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“  ცესკოსგან მოითხოვს შემუშავდეს სტანდარტი და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, 5 სექტემბერს იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი, თუმცა დღემდე არ არსებობს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტების  გადარჩევა.

„ვინაიდან არ არსებობს სტანდარტი, კომისიის წევრების არჩევა ხდება „შპარგალკებით“ და წინასწარ დარიგებული სიებით. შესაბამისად, შერჩეული წევრები აფილირებულები არიან მმართველ პოლიტიკურ სუბიექტთან.  ჩვენ თვალს მივადევნებთ კონკურსის შედეგად შერჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგებს და მუდმივი მონიტორინგი გვექნება ტრენინგებზე მათ დასწრებაზეც, ვინაიდან ხშირია შემთხვევები, როცა კონკურსის შედეგად შერჩეული კომისიის წევრები არ ესწრებიან ტრენინგს, რაც არჩევნების დღეს აჩენს მათი კომპეტენციის პრობლემას.  ვინც არ დაესწრება ტრენინგებს  უნდა მოიხსნას და ჩანაცვლდეს სხვა მონაწილით,“- განაცხადა ფარულავა.

მისი თქმით, ასევე, მავნე პრაქტიკაა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ხშირი ცვლა, რომელსაც ხშირად მიმართავენ პოლიტიკური სუბიექტები.  

„ამ ადამიანების მომზადებაზე იხარჯება სახელმწიფო ფული, ამიტომ პოლიტიკური სუბიექტები ვალდებულები არიან, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ აღნიშნულ საკითხს.“- აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

რაც შეეხება გამოცხადებული კონკურსის გამჭვირვალობას. „სამოქალქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარის ვასო ურუშაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, გამოცხადებული კონკურსის შესახებ გაიგოს ფართო საზოგადოებამ და პროცესი არ მოექცეს ე.წ. ჩაკეტილ წრეში.

„კონკურსი უნდა იყოს საყოველთაო, ამიტომ მის შესახებ ინფორმაციის განთავსება მხოლოდ ცესკოს ვებ-გვერდზე საკმარისი არ არის. გაუგებრობა შეიძლება გაჩნდეს, იმის გამოც, რომ რამდენიმე დღის წინ მიღებული პროტოკოლით დარეგულირდა საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის შენობებში შესვლა/გამოსვლის წესები, ამიტომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა კარგად უნდა გაიგონ, საკუთარი რეზიუმეები როგორ მიაწოდონ საკონკურსო კომისიას.“- განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, შესაცვლელია ის ინფრასტრუქტურა სადაც არჩევნები ტარდება, რადგან კორონავირუსის პირობებში ვიწრო სივრცე შეიძლება გახდეს არჩევნების გამართულად ჩატარების შემაფერხებელი ფაქტორი.

„ხელისუფლება ვალდებულია, ცესკო უზრუნველყოს შესაბამისი სივრცის მქონე ინფრასტრუქტურით, რათა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე არ დადგეს რიგები. ასევე ხელისუფლება ვალდებულია, იზრუნოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ხელფასის ზრდაზეც, რათა გაიზარდოს გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობის მსურველთა მოტივაცია.“- განაცხადა ურუშაძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1 სექტემბერს გამოაცხადა საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შესარჩევი კონკურსი, საბუთების მიღების კანონმდებლობით დაწესებულ ბოლო ვადად განსაზღვრულია 3 სექტემბერი. ასევე, 5 სექტემბერს ცხადდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...