2 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თიბისის მხარდაჭერით თბილისის საბავშვო ფესტივალი ჩატარდება

თიბისის მხარდაჭერით, წელს უკვე მესამედ, თბილისში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას მუშტაიდის ბაღი 5 სექტემბერს, 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. ფესტივალზე მისულ ბავშვებს და მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სპეციალურად მათთვის დაგეგმილ სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში.

საბავშვო ფესტივალის და თიბისის საერთო ღირებულებაა ახალ თაობაზე ზრუნვა და პატარების განვითარებისთვის შესაძლებლობების გაჩენა. სწორედ ამიტომ, თიბისის, როგორც ფესტივალის მეგობარს, წელსაც ტრადიციულად საკუთარი სივრცე ექნება, სადაც ღონისძიების სტუმრებს არაერთი სიურპირიზი და აქტივობა ელით.

თიბისის სივრცეში ბავშვებს მხიარული თავგადასავლების მუზეუმი დახვდებათ, რომელიც შემეცნებითი და გასართობი აქტივობების ნაკრებია ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. პროექტზე თიბისის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში, სტუდია „ილუსტრატორმა იმუშავა და  5 შემოქმედებითი სავარჯიშო შექმნა, რომლებიც იმ თავგადასავლებს აღმოგაჩენინებენ, რომლებზეც ხშირად გსმენიათ, თუმცა ჯერ არ აგხდენიათ. ფესტივალზე თიბისის სივრცეში დაგეგმილია 4 შემოქმედებითი სესია, სადაც ბავშვები ნაკრებში შესული აქტივობების ადგილზე შესრულებას შეძლებენ.

თიბისის სივრცის გარდა  საბავშვო ფესტივალის სტუმრებს მუშტაიდის ბაღში არაერთი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა ელით და ისინი 6 ზონაში იქნება განაწილებული: სპორტული ზონა მოიცავს სპორტულ სკოლებს, სპორტულ წრეებს, მუნიციპალურ სპორტულ ა(ა)იპ-ებს; განათლების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან საკვირაო სკოლები, აკადემიები, სახელოვნებო წრეები; ჯანმრთელობის ზონა დაეთმობათ ბავშვთა კვებისა და ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს, ბავშვთა კლინიკებს, საგანმანათლებლო მიმართულებით მომუშავე ა(ა)იპ-ებს; გართობის ზონა მოიცავს გასართობ ცენტრებსა და ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიებს და კვების ობიექტებს; საბავშვო სტარტაპების ზონაში წარმოდგენილნი იქნებიან სათამაშოებისა და ტანსაცმლის მწარმოებლები; კულტურული ზონა კი მოიცავს კონცერტსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას.

საბავშვო ფესტივალის სცენაზე გაიმართება ჯგუფის - „მარტივი გამოსავალი“ კონცერტიც.

ფესტივალში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაციაც მონაწილეობს. შესაბამისად, სტუმრებს  საბავშვო ლიტერატურაზე განსაკუთრებული ფასდაკლება ელოდებათ. ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერია თბილისის მერია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...