2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

განათლების მინისტრის მოადგილე: მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა სკოლაში იარონ

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა იარონ სკოლაში და დაესწრონ საგაკვეთილო პროცესს.

მისივე განცხადებით, სკოლას აქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, შაბათი დღე გამოიყენოს სასწავლო დღედ.

„მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელსაც გასცემს განათლების სამინისტრო, არის პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, მოსწავლეების სკოლაში სიარული და გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ეძლევა შესაძლებლობა, რომ სწავლის დაწყების დრო განსაზღვროს უშუალოდ სკოლამ და ასევე, ეძლევა შესაძლებლობა, რომ ცვლების მიხედვით დააორგანიზოს სასწავლო დღე. ასევე რეკომენდაციაა, რომ სკოლას თუ დასჭირდება გამოყენოს შაბათი დღე, როგორც სასწავლო დღე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები