2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნახეთ, რა უთხრა ტრაგედიამდე 30 წუთით ადრე გიდმა “trever.ge”-ს დამფუძნებელს

ტრაგედია შატილში – ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე საგურამოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს.

ტურისტული კომპანია შპს „თრეველერ ჯის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა ბოლოთაშვილი აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

მისი თქმით, მძღოლს, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა, მძღოლად მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

ბოლოთაშვილი ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე გიდთან სატელეფონო საუბარს იხსენებს.

„მიმდინარეობს გამოძიება, სატრანსპორტოს წარმომადგენლები იკითხებიან. 35-წლიანი გამოცდილება აქვს მძღოლს. ნახევარი საათით ადრე, დაახლოებით, 15:45 წუთზე მე ვეკონტაქტე გიდ სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მოდიოდნენ ძალიან წყნარად. ეს ზარი ნამდვილად ფიქსირდება, ამას თვითონ საგამოძიებო უწყებაშიც ადასტურებენ. მე ვესაუბრე და მან დაადასტურა, რომ ყველაფერი იყო რიგზე, მანამდე არაფერი პრობლემა არ ჰქონიათ. ვერსიები განიხილება და გამოძიება დასრულდება“, – განაცხადა შალვა ბოლოთაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები