2 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლაბრაში კოვიდ 19-ით ინფიცირებული 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

სოფლის გამგებლის, არუთუნ მელკონიანის ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. მასთან სასწრაფო დახმარება 23 აგვისტოს გამოიძახეს, 24 აგვისტოს კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა.

სოფლის გამგებლის ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანია ინფექციის მატარებელი, რომელიც თვითიზოლაციაშია.

დღეისთვის ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსის სულ 247 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 101 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები