საზოგადოება
26 აგვისტოდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს
2020-08-25 12:36:32
25-26 აგვისტოს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 27-28 აგვისტოს სითბოს ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
კომენტარები