2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ვინ გვამასხარავებს ასე დაუნდობლად?! – იქნებ, დროულად სიკვდილი სჯობდეს…”

გელა ჩარკვიანი შატილში მომხდარ ტრაგედიას, სოციალური ქსელით ეხმაურება:

„თითქოს პირიქით უნდა იყოს, თუმცა სინამდვილეში, ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მგრძნობიარე და სენტიმენტალური ხდები. ალბათობათა მზაკვრობით დაშინებული, მარად ცუდი ამბის გაგონებას ელი. იქნებ დროულად სიკვდილი სჯობდეს. სიცოცხლე მყიფეა და, თუ დიდხანს ცხოვრობ, ბევრი უბედურება შეიძლება ნახო.

მახსოვს, როგორ განიცდიდა უკვე ღრმად მოხუცებული მამაჩემი ჩემს ყოველ მოგზაურობას საზღვარგარეთ შევარდნაძესთან ერთად. წინათ ასე არ ვიყავიო, მეუბნებოდა. ტრაგიკულად დასრულებული ავტოავარიის ან ავიაკატასტროფის ყოველი შემთხვევა რამდენიმე დღით მოსვენებას მიკარგავს. მტანჯავს ყოველი ცნობა ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდის და, კიდევ უფრო, ბავშვის სიკვდილის შესახებ, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც არ უნდა ხდებოდეს ეს. რაღა ის? რაღა იმ დროს? რაღა იმ ადგილას?

ახალი ამბების საიტებზე თვალს გადავავლებ ინფორმაციებს და თუ რაიმე „საეჭვოს“ შევნიშნავ, გამოვტოვებ, არ წავიკითხავ. არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე ადამიანის სიცოცხლის სრულ დაუცველობაში. ვინ გვამასხარავებს ასე დაუნდობლად?!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...