2 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

იზრდება თქვენი სულიერი და შემოქმედებითი პოტენციალი, სექსუალური შესაძლებლობები. მოულოდნელ წინააღმდეგობებს მოხერხებულობით და სიტუაციის რეალურად შეფასების უნარით გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დღეა ქორწინების, სასიყვარულო ურთიერთობებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

კურო

ხელსაყრელი დღეა, რომელიც შენდობას და სიყვარულის მოპოვებას უკავშირდება. ამ დღის დევიზია სიყვარული, თანხმობა და მშვიდობა. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან მეტი დრო გაატაროთ. ახლა ეს ორივეს გესაჭიროებათ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ტყუპებისთვის. ამ დღის დევიზია – დიდსულოვნება და სულიერი წონასწორობა. კომერციის სფეროში დასაქმებული ტყუპები მოულოდნელ წინააღმდეგობას შეეჯახებიან – შესაძლოა, ფინანსურადაც დაზარალდეთ. საღამოს ოჯახის ერთ-ერთი წევრის გამო მოსალოდნელია დაპირისპირება.

კირჩხიბი

გარშემო მყოფებთან ისევ ურთიერთობის პრობლემები გაქვთ, თუმცა ფრთხილად თუ იმოქმედებთ, ყველა პრობლემა მარტივად მოგვარდება. სასურველია გარკვეული დროით განმარტოება და საკუთარ ფიქრებთან დარჩენა. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

ლომი

ვარსკცვლავების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოთ, თუმცა, ერიდეთ ფარული მტრების დაგებულ მახეებს და ცილისწამებას. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი გულწრფელობისა და მიამიტობის გამო თავდასხმისა და ბოროტი ხუმრობის სამიზნე გახდეთ. მგზავრობა და მოღვაწეობის სფეროს გაფართოებასთან დაკავშირებული შეხვედრები სასურველ შედეგს მოგიტანთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ქალწულებისთვის. ამ დღის დევიზია – მშვიდობა, თანხმობა და სულიეწრი წონასწორობა. ვარსკვლავების განლაგება ქალებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალებას მისცემს. მამაკაცებს მცირე სირთულეები ელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედოთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ, დაგეგმილი შეხვედრები მომავალი კვირისთვის გადადოთ. სასურველია მოგზაურობა, ფიზიკური დატვირთვა და შემოქმედებითი საქმიანობა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. შესანიშნავი დღეა ხალხური მედიცინით მკურნალობისთვის.

მორიელი

ამ დღეს ყველაზე მეტად სრული განმარტოვება გჭირდებათ. ბავშვებთან ურთიერთობა სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას მოგანიჭებთ. თავად ცხოვრებისგან ბევრს არაფერს ელით, მაგრამ შვილებს უდიდეს იმედებს უკავშირებთ და ისინი ამ იმედებს არ გაგიცრუებენ. შესაძლოა, ამ დღეს რომელიღაც ოჯახური პრობლემის მიგვარება შეძლოთ.

მშვილდოსანი

ბიზნესისა და კომერციის სფეროში დასაქმებული მშვილდოსნებისთვის არახელსაყრელი დღეა – მათ ფინანსური პრობლემები ან სერიოზული პრობლემები ელით, რაც სარისკო საქმიანობას უკავშირდება.

თხის რქა

შესაძლოა, ამ დღეს თქვენს გზაზე პატარა პრობლემები გაჩნდეს ან კოლეგების მხრიდან არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება იგრძნოთ. გაითვალისწინეთ, რომ ახალი სასიყვარულო კავშირი, პრობლემებისა და იმედგაცრუების გარდა, არაფერს მოგიტანთ. მოსალოდნელია ღალატი.

მერწყული

მძიმე და საშიში დღეა. დილიდან წარუმატებლობა გელით. შესაძლოა, მერწყულმა მამაკაცებმა მაცდური წინადადება მიიღონ, თუმცა სანამ დათანხმდებით, გაითვალისწინეთ, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. ქალებს საკუთარ თავში შიშისა და ეჭვების დაძლევა უჭირთ.

თევზები

დაძაბული დღეა, რომელიც ძალიან დაგღლით. საქმიანი მგზავრობა სარგებელს არ მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, რომ გზაზე უამრავი უსიამოვნება შეგხვდეთ, რამაც შეიძლება წყობიდან გამოგიყვანოთ. ეცადეთ, ამაზე ნაკლები იფიქროთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები