2 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გოგონა, რომლის დაწვაც შეყვარებულმა ბენზინით სცადა, დახმარებას ითხოვს

თბილისში, 29 ივნისს 24 წლის გოგონას, სევას ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა.

ახალგაზრდა გოგონა ამ დრომდე საავადმყოფოშია და მას საზოგადოების ფინანსური დახმარება სჭირდება.

„გახსოვთ ალბათ ცოტა ხნის წინ თბილისში მომხდარი ამბავი, რომელმაც ყველას კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რამხელა საფრთხის წინაშე არიან ქალები ყოველდღიურად.

29 ივნისს 24 წლის სევას ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა და მისი ცოცხლად დაწვა სცადა. სასწაულის შედეგად გოგონა გადარჩა, თუმცა მას ფეხები მთლიანად აქვს დამწვარი. 1 თვე რეანიმაციაში , დღემდე კი საავადმყოფოს პალატაში იმყოფება. მას უკვე ჩაუტარდა კანის გადანერგვის ორი ოპერაცია, წინ კი ხანგრძლივი რეაბილიტაცია და კიდევ ერთი ოპერაცია აქვს.


მოგეხსენებათ, რეანიმაციის და საავადმყოფოს ხარჯები, თუ რამდენს შეადგენს ყოველდღიურად. სახელმწიფოსა და თბილისის მერიის დაფინანსებით მკურნალობის ნაწილი, 25000 ლარი დაიფარა. თუმცა,ამ დრომდე საავადმყოფოში დავალიანება რჩება 20 000 ლარზე მეტი, რაც ყოველდღიურად იზრდება, რადგან სევას კვლავ სჭირდება მკურნალობა და კანის გადანერგვის ოპერაცია.


სევას ჩვენი დახმარება სჭირდება , რომ კვლავ დადგეს მყარად ფეხზე, იყოს უფრო ძლიერი და ყველას დაუმტკიცოს, რომ ასეთი სისასტიკის მიუხედავად ქალებს შეუძლიათ ძალადობისგან თავის დაღწევა და გადარჩენა,“ – წერს ფეისბუქ მომხმარებელი „სევასთვის“ შექმნილ ჯგუფში.

ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი:
GE27BG0000000365869289
მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)

თიბისი ბანკი:
GE79TB7825736010100017
მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)

ლიბერთი ბანკი:
GE13LB0711116423039000GEL
მიმღები- ირინე შამოიანი (დედა)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...