2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

" რუსეთმა საქართველოსთან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა უნდა მოხსნას" - კელი დეგნანი

 აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა უნდა მოხსნას.  ელჩმა ჟურნალისტებთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 "ნორმალიზების გზა არის, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე, ეს იქნება მთავარი ნაბიჯი, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს,"- განაცხადა დეგნანმა.

 ცნობისათვის, ფრენებთან დაკავშირებით განცხადება სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდ“-თან ინტერვიუში გააკეთა. მან იმედი გამოთქვა,  რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის ადგენა უახლოესი მომავლის საქმეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები