2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამასთან ერთად შიმშილობის დაწყებას თამაზ ხომასურიძის მამა და ბებიაც გეგმავს

 გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის თამაზ ხომასურიძის პროტესტს გენერალურ პროკურატურასთან ოჯახის სხვა წევრებიც შეუერთდნენ, კერძოდ კი, თამაზ ხომასურიძის მამა და ბებია.

 „ჩემი შვილთაშვილი უდანაშაულოა, გამოძიებას ვთხოვ, რომ ნამდვილი მკვლელი იპოვის. თუ ჩემი შვილთაშვილი მკვლელი იქნება, დასაჯონ ისე,როგორც საჭიროა. სწორედ ამ პოზიციის გამოსახატად ვარ აქ მოსული. მკვლელი გარეთ არ უნდა დადიოდეს. აქ ვიჯდები და ვიშიმშილებ იმ დრომდე, ვიდრე გამოძიებას სწორი პასუხები არ ექმება, - განაცხადა ლიანა ხომასურიძემ.

იგივე პიზიცია აქვს ბრალდებული არასრულწლოვნის ბაბუას გიორგი ხომასურიძეს და ამბობს, რომ მისი შვილიშვილი შაქრაშვილის საქმესთან მიმართებით არაფერ შუაშია.

"არ ვიცი, პროკურატურა რატომ არ აკმაყოფილებს ჩვენი ოჯახის მოთხოვნას სიცრუის დეტექტორის გავლასთან დაკავშირებით. გამორიცხულია, რომ ჩემს შვილიშვილს ვინმეზე ხელი აეღო, დანა ან იარაღი გამოეყენებინა. ჩემი შვილიშვილის დანაშაული მდგომარეობს იმაში, რომ თავიდანვე არ დაურეკა საპატრულო პოლიციას. თუმცა, იქ სხვებიც იყვნენ და რატომ არ დარეკეს, ან რატომ მიატოვეს გიორგი შაქარაშვილი?! გიორგი შაქარაშვილის მშობლების სანუგეშოდ ვიტყვი, რომ მათი შვილის სული ზეცაშია. ღმერთი იწამონ, ნუ დაგვჩაგრავენ თანამდებობით და ფულით, გაჭირვებული ხალხი ვართ. ყველაფერი გავყიდეთ, რომ ბავშვს დავეხმაროთ", - განაცხადა ბრალდებული არასრულწლოვნის ბაბუამ გიორგი ხომასურიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...