2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაშველებმა მტკვარში ბარ "ბაუჰაუსის" თანამშრომლის, ბაია ბერუაშვილის ცხედარი იპოვეს

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა მტკვარზე ჩატარებული ინტესიური საძიებო სამუშაოების შედეგად “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს“ -ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„საქმეზე უკვე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხული არიან “ბაუჰაუს” ბარის თანამშრომლები, დაკარგული ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები. ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო და საძიებო სამუშაოები “ბაუჰაუს” ბარიდან დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცზე“ - აცხადებენ უწყებაში.

თბილისში, ბარ "ბაუჰაუსის" ორი თანამშრომელი 15 აგვისტოს დაიკარგა. როგორც ბარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ბაუჰაუსის“ თანამშრომლები გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს ბარიდან 5 საათზე წავიდნენ.

როგორც შსს იუწყება, ორი ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს, დაახლოებით 21:00-ზე შევიდა და პოლიციამ ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

 

დღეს დილიდან მათი სამძებრო სამუშაოები მტკვარზე დაიწყეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები