2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას იწყებს

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა 18:00 საათზე, მცხეთაში, არსუკიძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გაიმართება. 

კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას პარტიის ლიდერების და წევრების გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

კანდიდატების წარდგენის ღონისძიების შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე პარტიისთვის მნიშვნელოვანია. 

„ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ „ლელო“  მოდის ძალიან კონკრეტული ხედვებით, ახალი ენერგიით, ახალი სახეებით და ადამიანებით, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან სუფთა, მაგრამ არა ცარიელი ხელებით. ეს არის მშრომელი და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები და ერთი იდეაა, რომ დროა, საქართველო გახდეს გამარჯვებული ქვეყანა, ჩვენ შეგვარჩვიეს დამარცხებას და უკან დახევას. ეს უნდა დასრულდეს და დაიწყოს გამარჯვების ახალი ეპოქა საქართველოსთვის და ამაში "ლელო" ძალიან სერიოზულ წვლილს შეიტანს,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე ისაუბრა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამაც. მისი თქმით, „ ლელო“  საკუთარი ქვეყნისთვის  ძლიერ და პრინციპულ გუნდს ქმნის. 

„განწყობა სრულიად შესანიშნავია, დღეს ჩვენ წარვადგენთ ძალიან ძლიერ, ძალიან პრინციპულ გუნდს, რომელიც იბრძოლებს აბსოლუტურად შეუპოვრად იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს და ვაპირებთ, რომ მოვიგოთ აბსოლუტურად ყველა ოლქი,“-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...