2 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი კაპანაძე ბაჩალიაშვილის საქმეზე შსს-ში დაიბარეს

ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი გიორგი კაპანაძე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. გამომძიებელ ჟურნალისტი თამუნა ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოიკითხება. გიორგი კაპანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 20:30 საათზე მივა. საქმე ეხება მის მიერ თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ გამოქვეყნებული პოსტს, სადაც საუბარია იმ ჩანაწერზე, რომელიც მან სავარაუდოდ, გარდაცვალებამდე მცირე ხნის წინ გააკეთა.

"გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ ბაჩალიშვილის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთს ვასაჯაროვებ...

“პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” - ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ერთერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი - “15”...
ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური?
რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში?"- დაწერა დღეს დილით გიორგი კაპანაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები