2 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნიკა გვარამია - ბაჩანა არც გიჟია, არც სულელი და არც რომელიმე სპექტრს განეკუთვნება. ურთულესი, მოქნილი და ჭკვიანი რესპოდენტია, თქვენი შესაცოდი და დასაცავი ნამდვილად არაფერი სჭირს

"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელით სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

გულისამრევი ფსევდოინტელექტუალების და სამ ტრენინგ და ოთხ ბროშურა წაკითხული უპროფესიო ხალხის საქართველო. თავისი ჭეშმარიტი "ზემოდან ყურების სიბრალულით", რომელსაც ხან ტოლერანტობას ეძახის, ხან ეთიკას, ხან ორივეს ერთად. ბაჩანა არც გიჟია, არც სულელი, არც რომელიმე კონდიცია აქვს და არც რომელიმე სპექტრს განეკუთვნება. ურთულესი, მოქნილი და ჭკვიანი რესპოდენტია და თქვენი შესაცოდი და დასაცავი (როგორც საწყალ ბიჭს) ნამდვილად არაფერი სჭირს. მის სექსუალობას რაც შეეხება, მისივე სურვილით ვისაუბრეთ ამ საკითხზე. აი ასე, პირდაპირ მთხოვა, ამაზე მეკითხა, რადგან ძალიან უნდოდა ამაზე ესაუბრა. ასევე, სრულად მისი დამოკიდებულება და გახმაურების ინტერესია დეა კაპანაძის სექსუალობის საკითხი (რაც, სხვათა შორის, ბაჩალიაშვილის საქმისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც საქმის გარემოება. და ბოდიში, გამოძიებისას, მოტივის დასადგენად, ჰეტეროსექსუალს თუ ეკითხებიან, გარდაცვლილთან სექსი ქონდა თუ არა, ჰომოსექსუალობა შავ ჭირად მიგაჩნიათ, რომ იგივე კითხვისგან თავი უნდა შეიკავონ? აი ჭეშმარიტი ჰომოფობია, თუ გინდა, ეგაა - ნასწავლი ტოლერანტობა ). აბა მე საერთოდ არ მინახავს ეს სუბიექტი, არც ვიცნობ და არც მისი სექსუალობით დავინტერესებულვარ. აი, ბევრი სხვა შეკითხვა კი მაქვს მასთან და მგონია, გადამწყვეტია მისი ცოდნა ამ საქმეში. მორჩით კოლექტიურად ვითომ კეთილი ზრახვებით ადამიანების გიჟებად, ჭკუასუსტებად, საწყლებად და მსგავსებად გამოცხადებას და მათთვის დამამცირებელი ფორმებით მათ ვითომ დაცვას. არავის არ სჭირდებით. ისევ სემინარებზე, ტრენინგებზე და ქოუჩინგებზე იარეთ და "ჭკვიანური" კითხვები დასვით საკუთარი ეგოს საფხანად. საკუთარის, თორე არც იქ გონიხართ ვინმეს ჭკვიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...