საზოგადოება
თენგო თევზაძე: „აუცილებელია გაძლიერდეს მუნიციპალიტეტებზე მონიტორინგი არასამთავრობო სექტორის მხრიდან“
2020-08-04 15:03:31
„სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების განთავისუფლების და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები საფრთხეს უქმნის სამართლიან საარჩევნო პროცესს,“ - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ -ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები წინასაარჩევნო და საარჩევნო კამპანიის პერიოდში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
„აუცილებელია გაძლიერდეს მონიტორინგი არასამთავრობო სექტორის მხრიდან მუნიციპალიტეტებში სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების განთვისუფლებაზე,“- განაცხადა თევზაძემ.
რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებს. თენგო თევზაძის აზრით, ეს წლების განმავლობაში დაუძლეველ პრობლემად რჩება.
„საჯარო მოხელეები ხშირად იკრიბებიან მმართველი პოლიტიკური პარტიის ოფისებში, სადაც ხდება ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ უნდა იმუშაონ საჯარო მოხელეებმა პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ. ზემოთ აღნიშნული ფაქტები საფრთხეს უქმნის სამართლიან საარჩევნო პროცესს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პოლიტიკურ პარტიებს.“- აღნიშნა თევზაძემ.
„სამართლიანმა არჩევნებმა” დღეს წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადავ საუბარია წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. კერძოდ, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების განთავისუფლების ფაქტებზე.
კომენტარები