0 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ყოვედღიურად ძარცვავენ ხალხს, მაღაროელებს პირდაპირ ჯიბიდან აცლიან ფულს, ეს არ უნდა შერჩეთ" - კორუფციული სქემა, ტრაგედია და კლანური მმართველობა ჭიათურაში

 

გამომძიებელი ჟურნალისტი ჭიათურაში მოქმედი მსხვილი კორუფციული სქემის შესახებ... ვინ და როგორ შოულობს მილიონებს მაღაროელების ხარჯზე?

 

რამ გამოიწვია 57 წლის მაღაროელის გარდაცვალება და რატომ არ უმატებენ მაღაროელებს ხელფასს?

 

ამ და სხვა თემების შესახებ itv.ge-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, გიორგი კაპანაძე ესაუბრა.

 

გიორგი, რამდენიმე დღის წინ ერთერთ ინტერვიუში ახსენეთ მსხვილი კორუფციული სქემა, რომელიც ჭიათურის მაღაროებსა და ჯორჯიან მანგანეზსს უკავშირდება. რა ხდება დღეს ამ ქალაქში?

 

გიორგი კაპანაძე: სამწუხაროდ, კორუფცია და კლანურობა ქართული ოცნების სავიზიტო ბარათი გახდა.

 

გამონაკლისი არც ჭიათურაა, რომელიც ქართული ოცნების პირობებში, ეკოლოგიური და სოციალური აფეთქების ზღვარზე აღმოჩნდა.

 

მსხვილი კორუფციული სქემა, რომელიც ჭიათურაში განსაკუთრებით 2017 წლიდან ანუ მას შემდეგ მოქმედებს, რაც ჯორჯიან მანგაზენი ხელში ჩაიგდო ივანიშვილის კლანმა, ასეთია:

 

ჭიათურაში მოიპოვებენ მანგანუმს, რომელსაც ჯორჯიან მანგანეზი ყიდის ოფშორში რეგისტრირებულ თავისივე კომპანიაზე, საბაზრო ფასზე ნაკლებად.

 

შემდეგ კი, ამ კომპანიას მანგანუმი გააქვს მსოფლიო ბაზარზე, უკვე საბაზრო ფასად და ყიდის ბევრად ძვირად.

 

რატომ ამუშავებენ ამ სქემას? იმიტომ რომ ჯორჯიან მანგანეზში, რომელიც სახელმწიფო ზეწოლის გამოყენებით რამდენიმე წლის წინ ივანიშვილის ოჯახმა ჩაიგდო ხელში, დროებითი მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის სახით, თქვან რომ არ აქვთ დიდი მოგება.

 

 

შესაბამისად, არ გადაიხადონ გადასახადები, არ გაუზარდონ ხელფასები მაღაროელებს, რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ მაღაროებში, არ შეასრულონ აღებული ვალდებულებები, არ განახორციელონ ამ კომპანიას დაქვემდებარებული 11 საბაგიროს რეაბილიტაცია და ა.შ.

 

მოკლედ, ეს კორუფციული სქემა მუშაობს იმიტომ რომ ჯორჯიან მანგანეზმა ნაკლები ფული დახარჯოს ჭიათურაში, ხოლო მოგების უდიდესი ნაწილი, კლანების ჯიბეებში აღმოჩნდეს მასთან დაკავშირებული კომპანიების გამოყენებით.

 

- ახლახან მაღაროში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა, რომელიც შესაძლოა, მაღაროს გვირაბში არსებული ჰაერის უკმარისობით იყოს გამოწვეული.

 

- დიახ, სამწუხაროდ, სწორედ იმიტომ რომ მანგანუმთან დაკავშირებული კორუმპირებული კლანები ფიქრობენ არა მაღაროელების ინტერესებსა და აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, არამედ, მხოლოდ მოგებაზე, აღარ დასრულდა ჭიათურის მაღაროებში მსგავსი ტრაგედიები.

 

 

ამჯერად, ითხვისის მაღაროში შექმნილ არაადამიანურ სამუშაო პირობებს 57 წლის მერაბ მუმლაძე შეეწირა.

 

მან 18 წელი იმუშავა მაღაროში. ამ პერიოდში, სამჯერ დაშავდა და სამივეჯერ გადარჩა, თავისი პროფესიონალიზმის გამო.

 

იმ საბედისწერო დღეს კი, სამედიცინო შემოწმებაც არ გაატარეს, ისე გაუშვეს მაღაროში, რაც რეგულაციის უხეში დარღვევაა.

 

მერაბი გვირაბის გამაგრების სამუშაოებზე მუშაობდა, რა დროსაც, შესაძლოა, სწორედ უჰაერობის გამო, ცუდად გახდა და სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

რატომ ვვარაუდობთ რომ უჰაერობის გამო გახდა ცუდად?

 

მას რამდენჯერმე აქვს ნათქვამი თავისი ოჯახის წევრებისათვის რომ მაღაროში, ცუდი გაგრილების გამო სუნთქვა უჭირდა.

 

ამიტომ, გულის შეტევა, რომელიც სავარაუდოდ, სიკვდილის მიზეზი გახდა, შესაძლოა, სწორედ არაადამიანური სამუშაო პირობებით, მათ შორის უჰაერობით იყოს გამოწვეული.

 

თუმცა, გასაკვირი და ცინიკური ისაა რომ ითხვისის მაღაროს დირექტორი, მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არსებობს, კატეგორიულად აცხადებს რომ მერაბ მუმლაძე “ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა”.

 

არადა, წესით, ეს ადამიანი არ არის ექიმი, ექსპერტი და არ და ვერ ეცოდინება ზუსტად, მერაბ მუმლაძე, რომელსაც გული არასოდეს აწუხებდა, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ - არაბუნებრივით.

 

თუმცა, ის, რომ გარდაცვლილს, მაღაროში შესვლამდე სამედიცინო შემოწმება არ ჩაუტარეს, უკვე არის დარღვევაც და დანაშაულიც, რომელიც წარმოშობს მათ შორის ამ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხვს.

 

აი, ამიტომ, საუბრობს ეს ადამიანი ზეპირად და ამიტომ აცხადებს კატეგორიულად რომ მერაბ მუმლაძე “ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა”. პასუხისმგებლობას გაურბის...

 

არადა, გარდაცვლილის ოჯახი მარჩენალის გარეშე დარჩა.

 

მერაბ მუმლაძის ოჯახს ბინა იპოთეკით აქვს დატვირთული და თავის დროზე, მან სესხი სწორედ იმიტომ აიღო რომ იძულებით გაასახლეს იმ ადგილებიდან, სადაც ცხოვრობდნენ.

 

რატომ? იმიტომ რომ ჯორჯიან მანგანეზმა უკიდურესად დააბინძურა ის ტერიტორია და იქ ცხოვრება უკვე სიცოცხლისთვის იყო საშიში.

 

- გარდა ამისა, ჭიათურაში უკიდურესი სიღარიბეა...

 

- ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და კლანები ფულის კეთებაზე რომ არ იყვნენ გადასულები, ჭიათურაში ასეთი უკიდურესი სიღარიბე ნამდვილად არ იქნებოდა.

 

 

ხალხს ყოვედღიურად ძარცვავენ. იმდენი მოახერხეს რომ საბაგიროების ქალაქი საბაგიროების გარეშე დატოვეს. არც ერთი საბაგირო არ მუშაობს დღეს.

 

მოდით ვთქვთ პირდაპირ: ადრეც უჭირდათ ჭიათურელებს, ადრეც იყო სიღარიბე და პრობლემები, თუმცა, რაც ახლა ხდება, კატასტროფაა.

 

რატომ?

 

მთელი ეს ქართული ოცნების ე.წ. ადგილობრივი ელიტა გადასულია ფულის კეთებაზე, კორუფციაზე, კლანურ მმართველობაზე.

 

 ტენდერებს თავის ახლობლებს აძლევენ, შემდეგ ე.წ. "ატკატებით" რომ გამდიდრდნენ...

 

მაგალითად: ჭიათურის მერმა მოდებაძემ, მხოლოდ "კავკასენერგოს" რამდენიმე მილიონი მისცა, ბიუჯეტიდან. ამ კომპანიის დამფუძნებელი კი, ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია.

 

შედეგად, მაშინ, როდესაც ეს პატარ-პატარა კლანები ასე უსამართლოდ მდიდრდებიან ბიუჯეტის ფულით, ხალხს დაბალ ხელფასზე მძიმე შრომა უწევს.

 

ლამის ყოველი მეოთხე ჭიათურელი კი, სოციალურად დაუცველია. ე.ი არ აქვს საკმარისი საკვები პროდუქტი, ელემენტარული პირობები, საცხოვრებელი...

 

- გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ ჭიათურა-საჩხერე-ხარაგაულის ოლქში მთავარი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებით. ადასტურებთ?

 

- მე ჭიათურაში დავიბადე. ამ ქალაქში გავატარე ბავშვობა, ბევრი ნაცნობი, მეგობარი, ნათესავი მყავს აქ და მათ უმრავლესობასთან ყოველდღიული ურთიერთობა მაკავშირებს.

 

ჩემს მშობლიურ ჭიათურაში  მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმდება.

 

 

ძალიან უჭირთ მაღაროელებს, რომლებიც ჩემი აზრით,  სამოქალაქო გმირები არიან, მაგრამ დღემდე არ აქვთ ღირსეული შემოსავალი...

 

მაღაროელებს პირდაპირ ჯიბიდან აცლიან ფულს, ეს არ უნდა შერჩეთ...

 

ამავე დროს, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დავადასტურო მთელი პასუხისმგებლობით: მზად ვარ ვიბრძოლო იქ, სადაც საქართველოა, რადგან ხალხის გამღარიბებელი, კორუმპირებული და მავნებელი რეჟიმის დამარცხებით, პირველ რიგში ჭიათურელი მაღაროელი, საჩხერელი და ხარაგაულელი ფერმერი, ზოგადად, ჩვენი ქვეყანა - საქართველო გახდეს გამარჯვებული. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...