საზოგადოება
შაბათს, 1 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ს პრეზენტაცია გაიმართება
2020-07-31 14:25:43
შაბათს, 1 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის N7) გაიმართება “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ს პრეზენტაცია, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მანიფესტზე ხელმოწერით დაადასტურებს იმ პრინციპებზე თანხმობას, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობას. ღონისძიებაზე პლატფორმის წევრები წარადგენენ 20/20-ს მიზნებსა და სამოქმედო გეგმას.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს.
პლატფორმის მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხელშეწყობა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციის მხარდაჭერა; ადამიანის უფლებების და შეზღუდული მმართველობის იდეის განუხრელი დაცვა; საარჩევნო სისტემის მონიტორინგი და საერთაშორისოდ აღიარებული საარჩევნო პრინციპების დაცვა; სახელმწიფოს, საარჩევნო ადმინისტრაციის და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარების მიზნით. აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ქვეყნის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ანონსი
შაბათს, 1 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის N7) გაიმართება “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ს პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე პლატფორმის წევრები წარადგენენ 20/20-ს მიზნებსა და სამოქმედო გეგმას, რაც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.
საკონტაქტო პირი: ვასო ურუშაძე
ტელ: 599 22 04 46
კომენტარები