მსოფლიო
„ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია…ჩვენ დაგვიცვა და თავისი თავი გაწირა“ – ბაჩალიაშვილის დედა
2020-07-29 12:36:21
დაღუპულის ბაჩალიაშვილის დედას თეონა თამაზაშვილს ბევრი გარემოება უჩენს კითხვებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის, ვინ წაშალა თამარის Facebook გვერდი, სადაც ოჯახის წევრები ხშირად შედიოდნენ და ასევე, დედა სვამს კითხვას, თუ გამოძიება არაფერს მალავს, რატომ არ დაასწრეს დაღუპულის ლეპტოპის გახსნას ოჯახის ადვოკატი.
„რაღაცების მიჩქმალვა და ჩაფარცხვა უნდათ, მოვითხოვ ფედერალური ბიუროს ჩართვას, ვახსენეთ თუ არა ფედერალური ბიურო, ეგრევე წაიშალა ფეისბუქი. შეიძლება რომ გაუხსნელად წაშალონ ფეისბუქი, ეს ხომ ყველამ იცის. აქამდე იყო და უცებ წაიშალა, მოწმენდილ ცაზე, როცა უკვე ადვოკატი უნდა დასწრებოდა იმის გახსნას. ჩემი შვილი იმდენად ჭკვიანი იყო, რომ რაღაც სხვა სისტემებში შეაღწია, სხვა რაღაც ინფორმაცია მოიპოვა, რომლისაც ეშინოდა, ამით ჩვენ დაგვიცვა და თავისი თავი გაწირა“, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.
კომენტარები