0 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ არიან 11 და 14 წლის ბიჭები, რომლებსაც დედოფლისწყაროში უკვე მეორე დღეა ეძებენ

მეორე დღეა დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის ბიჭებს ეძებენ. არასრულწლოვნების კვალი სოფელ ხორნაბუჯიდან ქრება. ისინი თბილისში, ერთ-ერთის ბიძასთან წასვლას გეგმავდნენ, თუმცა ადგილზე არ ჩასულან.

სამძებრო სამუშაოები როგორც სოფლის ტერიტორიაზე, ასევე ცენტრალურ მაგისტრალზე მიმდინარეობს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიციელებმა სოფელში არსებული მდინარის მიმდებარე ტერიტორია უკვე დაათვალიერეს.

ერთ-ერთი არასრულწლოვანის ფოტოს "კურიერი" ოჯახის მოთხოვნით აქვეყნებს. ისინი დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.

"საბანაოდ დადიოდნენ. ყველგან იყო წასული პოლიცია, ყველგან ეძებეს, სკოლები, ტბები - სულ მოიარეს. არანაირი კვალი არსად არ არის. ბავშვის ბიძასთან დარეკეს მშობლებმა, აქ არ მოსულანო. კამერებიც შეამოწმა პოლიციამ მაგრამ უშედეგოდ, არსად არანაირი კვალი არ ჩანს," - განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვნის დედამ მაია ალბუთაშვილმა.

რუსთავი 2

კომენტარები

მსგავსი სიახლეები