0 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ორი ცხელი წერტილი საქართველოში - შესაძლოა ლილოს ბაზრობა COVID-19-ის ეპიცენტრი გახდეს

 ქვეყანაში არსებული ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი კვლავ ერთ-ერთ ცხელ წერტილად რჩება. უკვე მეოთხე დღეა ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე გამკაცრებული რეგულაციები მოქმედებს. გაფართოებული ტესტირება უტარდება ადგილზე დასაქმებულ 6,000 ადამიანს. 

 კოვიდ ინფიცირებულთა კერა შესაძლოა ქუთაისის ბაზრობაც გახდეს, რადგან ლილოს ბაზრობაზე მომუშავე ვირუსიან მოვაჭრეს სწორედ ქუთაისის ე.წ. კეჩის ბაზრობაზე დასაქმებულთან ჰქონდა კონტაქტი. მას ვირუსი დაუდასტურდა.

 ლილოს ბაზრობასთან ერთად ცხელ კერად რჩება გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სადაც 59 შემთხვევაა დაფიქსირებული, 29 - სოფელ ყარაჯალარს უკავშირდება. ეს სოფელი უკვე სამი დღეა ჩაკეტილია. გარდაბნის მუნიციპალიტეტში სულ 3,394 ადამიანი გამოიკვლიეს, 142 მათგანი კი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

გარდაბანში დაფიქსირებული შემთხვევები, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების 4%-ს შეადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები