0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი - სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 927-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –353.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები