1 7 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ხმა არ მისცეთ “ოცნების” კანდიდატებს, მოღალატეები არიან!” – მეუფე გიორგი

მარნეულის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს მოუწოდა ხმა არ მისცენ “ქართული ოცნების” კანდიდატს.

 

“გუშინ გარეჯი ჩვენ ჩაგვიკეტეს წაგვართვეს და ვინც ჩვენ გარეჯი წაგვართვა, თავის დროზე მიაკუთვნა მეზობელ სახელმწიფოს, დღეს მისი ძეგლი პატივით შეამკეს და მერე, ვინც ეს გააკეთა ის პარლამენტში უნდა დაჯდეს… სირცხვილი თქვენ, სირცხვილი იმ ქართველს, იმ ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, ვინც ამ პროვოკატორს, რომელმაც მოაწყო უდიდესი პროვოკაცია ჩვენს რაიონში, გვერდში დაუდგება, ვისაც ესმის ჩემი ხმა დაე გაიგონონ, ვისაც არ უნდა გაგონება ესეთნი არიან უგულისხმონი. ერი, რომელიც თავისუფლებასა და პურს შორის აირჩევს პურს, ის დაკარგავს პურსაც და თავისუფლებასაც… ხელს შევუშლით პირდაპირ ვიძახი, მსტოვრებს და ეროვნული ინტერესების მოღალატეებს არაფერი ესაქმებათ საკანონმდებლო ორგანოში”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები