საზოგადოება
“სამხარაულში გვითხრეს ყინული არ გვაქვს, დღეს ცხედარს სახლში ვერ გადაასვენებთო” - ბაჩალიაშვილის მამა
2020-07-22 23:53:38
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ დღეს ცხედარს სახლში ვერ გადმოასვენებენ, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ამის მიზეზად, ყინულის არ ქონა დაასახელა.
როგორც "მთავარის" ეთერში გარდაცვლილი გოგონას მამა ამბობს, ამის შემდეგ ყინული ოჯახმა თავად იშოვა და ცხედარს ხვალ დილით გადმოასვენებენ.
"გვითხრეს, ძალიან ისეთ მდგომარეობაში ვართო... თან ყინული არ გვაქვსო და ამიტომ შევფერხდით.
ჩემი ბიძაშვილი იყო იქ და ასე უთხრეს. არ გვაქვს ამჟამადო, მერე რუსთავში ირბინეს ბიჭებმა. ყინული ჩვენ ვიშოვეთ და დილით გადმოვასვენებთ ცხედარს" - აღნიშნა გარდაცვლილის მამამ.
კომენტარები