0 4 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ფოტოს გადაღებისას გადავარდა წყალში" - ვინ არის 15 წლის ბიჭი, რომელსაც მაშველები ზღვაში ეძებენ?

მეორე დღეა, ბათუმში, ზღვაში დაკარგულ 15 წლის ბიჭს ეძებენ. "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, დაკარგული მოზარდი გიორგი სტეფანაშვილი რუსთავიდან გახლდათ და ბათუმში მეგობრებთან ერთად ისვენებდა.

ზღვაში დაკარგული მოზარდის ახლობელის განცხადებით, გიორგი სტეფანიშვილი ზღვაში სურათის გადაღების დროს გადავარდა.

"იმ ადგილას, სადაც დილის 7 საათზე ბიჭებმა გაისეირნება გადაწყვიტეს, ზღვაში საკმაოდ ღრმად შედის ხიდი და იმ ხიდზე გავიდნენ. სრულიად ფხიზლები იყვნენ, ფოტოებს იღებდნენ და სწორედ ფოტოს გადაღების დროს გადავარდა წყალში. რომ ჩავარდა, მეგობარიც გადახტა საშველად, თუმცა გიორგის ამ ბიჭის ჩათრევაც დაუწყია და ვერ შეძლო შველა, იმ წამსვე ატეხეს ხმაური და ადამიანების საშველად დაძახება დანარჩენებმა... გამვლელი 2 ბიჭი შევიდა საშველად და მაშველებიც, თუმცა შტორმის მეორე დღე იყო, ტალღები ისევ იყო ზღვაზე, წყალიც ღრმაა და დინებას წაღებული ჰყავდა უკვე... ჯერ კიდევ ვერ იპოვეს.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნასვამები იყვნენ, არადა, ბავშვი გაზიანი სასმლის მეტს არაფერს სვამდა. 6 ბიჭს (ასაკი 15- 16 წელი) თან ერთ-ერთის მშობელი ახლდა, არც უფიქრია, რომ რამე ცუდი დაემართებოდათ, ამიტომ არ გაჰყვა, - დილას გავისეირნებთო, - ბიჭებს უთქვამთ. საერთოდ წყალშიც კი არ შედიოდა გიორგი, რადგან ცურვა არ იცოდა. სამწუხარო ამბავია, დიდი უბედურება, იმედია, მოახერხებენ მაშველები გიორგის პოვნას. სამაშველო ოპეორაცია ახლაც მიმდინარეობს", - ამბობს ახლობელი "კვირისპალიტრასთან".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...

  • 13:32

    რა გახდა 30 წლის სასულიერო პირის გარდაცვალების მიზ...

    30 წლის მამა თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა. ის საგარეჯოში, დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მსახურობდა. ახალ­გაზ­რდა მო­ძღვა­რი, თე­ი­მუ­რაზ ქო­რი­ძ...