საზოგადოება
მოსახლეობის ყველაზე მეტი ნდობა ჯარს აქვს, ყველაზე ნაკლები - პრეზიდენტს - Edison Research
2020-07-16 15:22:46
Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი - 90% - ჯარს ენდობა. მეორე ადგილზე ეკლესიაა - 88% ამბობს, რომ მას ენდობა. შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოდის 79%-ით.
პოლიციას 70% ენდობა, უნივერსიტეტებს - 69%; ქართულ მედიას - 68%; პრემიერმინისტრს - 63%; ომბუდსმენს - 61%; ადგილობრივ ხელისუფლებას - 57%; მთავრობას - 52%; ცესკოს - 51%; NGO-ებს - ასევე 51%;
ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი საქართველოს პრეზიდენტს აქვს - 59% ამბობს, რომ მას არ ენდობა. ასევე 58% არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს; 58% ამბობს, რომ არ ენდობა ქართულ ბანკებს; 54% არ ენდობა პროკურატურას; ასევე 54% არ ენდობა სასამართლოებს; 51% არ ენდობა პარლამენტს.
კომენტარები