0 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბათუმში ავარიას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმის პორტთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას  6 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 

წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სისწრაფით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მყოფ ბავშვს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები